ენერგოდისტრიბუციის კომპანია “ენერგო პრო ჯორჯია” -ს ინფორმაციით, დღეს, 11 ნოემბერს, 12:00 საათიდან 18:30 საათამდე პერიოდში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელს დენი გაეთიშება. ეს სოფლებია ვაჩიანი, კოტელია, ბალხო, ბუღაშენი და მიმდებარე სოფლები. ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი გეგმიური სარემონტო სამუშაოებია.
კომპანიის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება განახლდება.