საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge, განახლდა.
უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 2,421 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 66 561 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 49 811 გამოჯანმრთელდა, 566 კი გარდაიცვალა.
ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოში 4878 ადამიანი იმყოფება. კოვიდსასტუმროებში 3,181 ადამიანი მკურნალობს.