საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საოპერაციო შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის  ინფორმავიით, კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა.

ქვეყნის მასშტაბით, დღეს გამოვლენილია 2 859 ინფიცირების შემთხვევა. კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით შემდეგია:

თბილისი – 1197;
აჭარა – 620;
იმერეთი – 438;
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 138;
ქვემო ქართლი – 109;
კახეთი – 94;
სამცხე-ჯავახეთი – 72;
გურია – 63;
შიდა ქართლი – 62;
მცხეთა-მთიანეთი – 38;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

ხოჯევანიშვილის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში 14 612 ადამიანია კორონავირუსით აქტიურად ინფიცირებული.