5 ნოემბრიდან სამცხე-ჯავახეთში ახალი კორონავირუსის 55 შემთხვევაა დარეგისტრირებული, რომელთაგან 2 ახალქალაქში ფიქსირდება. საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი დამტკიცებული შემთხვევის მომენტიდან, ახალქალაქში 2000-ზე მეტი ტესტია ჩატარებული, რომელთაგან 1851 ჩატარებული იყო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში, ხოლო 300-ზე მეტი- ახალქალაქის საავამდყოფოში.

როგორც Jnews-ს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა ავეტ ტონაკანიანმა აცნობა, ბოლო სამი დღის განმავლობაში ტესტირება 143 ადამიანმა გაიარა, 5 ნოემბერს- 63, 4 ნოემბერს- 22 და 58 ადამიანმა- 3 ნოემბერს.

ახალქალაქის საავადმყოფოში სულ 300-ზე მეტი ტესტია ჩატარებული, ხოლო ბოლო სამი დღის განმავლობაში-120, რომელთაგან 12 დადებითი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოს თანამშრომლების ტესტირება სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის ყოველდღიურ სტატისტიკაში არ შედის.

მიუხედავად სტატისტიკისა, მოსახლეობა მუდმივად ჩივის, რომ ტესტირების გავლა სურს, თუმცა მათ არ ღებულობენ.

როგორც Jnews-მა ადრე გაცნობათ, 3-4 ნოემბერს ახალქალაქში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ამ ფაქტმა სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ხალხი სხვადასხვა სოციალურ ქსელში გამოთქვამს მოსაზრებას, რომ დადასტურებული ინფიცირებულების რაოდენობა ძალიან ცოტაა, რადგან ტესტირება არ ტარდება.

ახალქალაქის ჰოსპიტალის მენეჯერი ალექსან თოროიანი ხსნის ე.წ. ტესტირების წესებს.

“ჩვენს ქვეყანაში ტესტირება სამედიცინო მიზეზებით ტარდება, თუკი პაციენტს კორონავირუსის სიმპტომები აქვს. პირველ რიგში, თუ ის დადიოდა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც კორონავირუსის კერა იყო დაფიქსირებული: აჭარა, კახეთი და ა.შ. თუკი ეს გამოირიცხება, მაგრამ პაციენტს აქვს სიცხე, ხველება, სისუსტე, მან უნდა მიმართოს ექიმს და მაშინ, ტესტირება ექიმის დანიშნულებით ტარდება. ეს არა ხდება პაციენტის გადაწყვეტილებით, რომელსაც ტესტის ჩაბარება და სახლში წასვლა უნდა, მას არ სურს ჩვენთან მკურნალობა, გესმით, ასე არ შეიძლება. მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში წერია, რომ თუკი ამ სამი სიმპტომიდან ანამნეზში- ცხელება, ხველება და სისუსტე, ორი სიმპტომი აქვს, აუცილებელია ექიმს მიმართოს, სასურველია წინასწარ ადგილობრივ ექიმთან კონსულტაციის გავლა.

თუკი ეს ქალაქის მცხოვრებია, ის ახალქალაქის საავადმყოფოს ეკუთვნის, თუ სოფლის მცხოვრებია- გვყავს სოფლის ექიმები, რომლებიც ვალდებულნი არიან ამ საკითხებით დაკავდნენ და თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოჯახის ექიმის შესახებ, მისი ტელეფონის ნომერი უნდა იცოდეს და ტელეფონით დაკავშირების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს”,- ამბობს თოროიანი.

ის აღნიშნავს, რომ კორონავირუსის სიმპტომების მქონე ხალხს ისინი ათავსებენ იზოლატორში იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც კორონავირუსზე დადებითი პასუხი აქვთ. რასაკვირველია, იზოლატორი დეზინფიცირდება, მაგრამ ნორმალური დეზინფექციისათვის საჭიროა 24 საათი გავიდეს. სწორედ ამიტომ მათ არ შეუძლიათ გარისკვა, იზოლატოროში ჩასმა და ტესტის ჩატარება, რადგან ადამიანი შეიძლება ადგილზევე დაავადდეს. ამ მიზეზით ისინი ყველას არ უკეთებენ ტესტირებას, კანონი ამას ითვალისწინებს.