სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 2 210 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყანაში 38 088 ადამიანი მკურნალობს.
ბოლო 24 საათში სომხეთში „კოვიდ 19“-ს 30 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან შვიდი სხვა დაავადებით დაიღუპა. ასეთი შემთხვევების რიცხვი სომხეთში სულ 397-ია. ამასთან, გამოჯანმრთელდა 1 647 პაციენტი.
6 ნოემბრის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ სომხეთში ინფიცირების შემთხვევებმა 101 773-ს მიაღწია. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსულ ინფექციას საერთო ჯამში 1 506 ადამიანი ემსხვერპლა, 61 782 კი გამოჯანმრთელდა.