5 ნოემბერს დილით საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 ევროს ღირებულებამ 4 ლარს მიაღწია. “თიბისი ბანკში” 1 ევრო 4.0750 ლარი ღირს, ხოლო “საქართველოს ბანკში”- 4.08 ლარი. ლარი დოლართან მიმართებაშიც დაეცა- Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი დღეს 3.42 ლარზე მეტი ღირს.
ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსი ჯერჯერობით 3.9042 ლარს შეადგენს- და ეს რეკორდული მაჩვენებელია ლარის ევროსთან მიმართებაში. ლარი დოლართან მიმართებაშიც დაეცა- Bloomberg სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი დღეს 3.42-ზე მეტი ღირს. ვაჭრობის გახსნის შემდეგ ლარი დოლართან მიმართებაში 5 თეთრით გაუფასურდა. მოქმედი ოფიციალური კურსის მიხედვით 1 დოლარი 3.3409 ლარს შეადგენს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ლარის დაცემასთან დაკავშირებულ სიტუაციას კომერციულ ბანკებში ბანკის მოლოდინი უკეთებს დემონსტრირებას რაც, სავარაუდოდ, ოფიციალურ კურსზეც აისახება, მათ შორის, სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც.
ხვალინდელი დღის ლარის ახალ ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი დღეს 17 საათისათვის გამოაცხადებს. 2 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის სავალუტო რეზერვიდან კიდევ 60 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის სტაბილიზაციისათვის ზომების მიღებით ეროვნულმა ბანკმა მარტო სექტემბერ-ოქტომბერში 320 მილიონი დოლარი გაყიდა. ხოლო წლის დასაწყისიდან სავალუტო რეზერვიდან 709 მილიონი დოლარი გადაცვალა ლარში. ლარის კურსი საგრძნობლად კორონავირუსის პანდემიის დროს დაეცა- ეს საზღვრების დაკეტვის, უცხო ქვეყნის ტურისტების ნაკადის პრაქტიკულად სრული შეწყვეტისა და კარანტინის დროს ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების შედეგად მოხდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. აქამდე, 2020 წლის 23 თებერვალს, 1 ევრო 3.0571 ლარი ღირდა, ხოლო 1 დოლარი- 2.8299 ლარი. რვა თვეში ლარი დოლართან მიმართებაში 51 თეთრით დაეცა, ხოლო ევროსთან მიმართებაში- 84 თეთრით.