ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის რიტუალების სახლის გარემონტება იგეგმება. გამოიცვლება კარ-ფანჯარა. ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
სოფელ ლომატურცხის რიტუალების სახლის რემონტისა და კეთილმოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 500 ლარი გამოიყოფა. გამოიცვლება კარ-ფანჯარა. სულ 7 ფანჯარა, რომელთა ზომებია – 150×90სმ, 150×100სმ, 180×80სმ, 75×50სმ და 6 კარი ზომით 215×125, 210×125, 200×95, 180×75.
აღნიშნული სამუშაოების ტენდერი მერიამ 2 ნოემბერს გამოაცხადა 5 386 ლარის ფარგლებში. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 11 ნოემბრამდეა.
სოფელ ლომატურცხში ახალქალაქის მერის წარმომადგენლის თქმით, სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ტენდერი გამოცხადდება.