ღია სივრცეში სამედიცინო ნიღბის ტარება სავალდებულო ხდება, დამრღვევი დაჯარიმდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც ნიღაბს არ გამოიყენებენ ღია სივრცეში, 20 ლარით დაჯარიმდებიან.
მისივე თქმით, ეს რეგულაცია ძალაში ხვალიდან შევა.
”ღია სივრცეში ნიღბის ტარება იმავე სანქციას და რეგულაციას ექვემდებარება, რომელიც ეხება დახურულ ადგილს – ეს არის 20 ლარის ჯარიმა. შეგახსენებთ, რომ ეს არის მიმდინარე ჯარიმა. დღეს შენობაში ნიღბის ტარება სავალდებულოა, ჩვენ უბრალოდ ვაფართოებთ ამ ნორმას და ხვალიდან, ნიღბის ტარება სავალდებულო გახდება ღია სივრცეებშიც “, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.