საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლის პირობებში განაგრძობს.
31 ოქტომბერს პრემიერმა მეუღლესთან ერთად არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.
პირველ ნოემბერს ის თვითიზოლაციაში გადავიდა, რადგან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი აღმოაჩნდა. მოგვიანებით კორონავირუსი პრემიერის დაცვის კიდევ 2 თანამშრომელს აღმოაჩნდა.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თავს ვერ მისცემს უფლებას იმყოფებოდეს თვითიზოლაციაში: “მაშინ ვინ იმუშავებს?”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს რეგიონში გამართული მორიგი შეხვედრისას.
მას შემდეგ რაც, გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა, მის მაგალითს მიმართა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა, რომელსაც ასევე დაუდასტურდა covid19.