პოლიტიკური კარიერის 22 წლის განმავლობაში პირველად, ყოფილმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა, ჯავახეთში არჩევნები წააგო. ის ხმათა უმრავლესობით მხოლოდ 3 საარჩევნო უბანშია მოგებული. ერთ უბანში კი მოიგო არსენ კარაპეტიანმა, რომელიც პარტია “ევროპული საქართველოს” წარმოადგენდა.
ენზელ მკოიანი, მის სახელთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი სკანდალების წყალობით, ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსია არა მხოლოდ ჯავახეთში, არამედ მთელ საქართველოში. საკუთარი პოლიტიკური კარიერის 21 წლის განმავლობაში მკოიანი მაჟორიტარი დეპუტატი იყო. თავიდან მხოლოდ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს წარმოადგენდა, ხოლო შემდეგ ახალქალაქის წარმომადგენელიც გახდა. ის დეპუტატი იყო ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მომხრე გახდა და დეპუტატობდა, ვიდრე მას “ქართული ოცნების” ლიდერები ჩაანაცვლებდნენ. წელს არჩევნებზე ენზელ მკოიანი, საკუთარი კარიერის ისტორიაში პირველად, არ იყო წარმოდგენილი მმართველი პარტიის მხრიდან. საკუთარი კანდიდატურა მან თავად, დამოუკიდებელი კანდიდატის სახით წარმოადგინა.
წინასწარი მონაცემებით ენზელ მკოიანმა ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის 3 უბანში გაიმარჯვა.
სოფელ ბავრის №64 საარჩევნო ოლქში ენზელ მკოიანა მიიღო 160 ხმა, შესაბამისად 18 ხმით მეტი მიიღო მოწინააღმდეგე სამველ მანუკიანთან შედარებით, რომელმაც 142 ხმა დააგროვა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მშობლიური სოფელის №25 საარჩევნო უბანში ენზელ მკოიანმა 711 ხმა მოაგროვა, მისმა მოწინააღმდეგემ მმართველი პარტიიდან სულ 86 ხმა მიიღო. სოფელ ოროჯალარში, რომელიც ასევე მკოიანის მშობლური სოფელია, №26 საარჩევნო უბანში მან 217 ხმა მიიღო. სამველ მანუკიანმა აქ 79 ხმა დააგროვა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკაში “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა, არსენ კარაპეტიანმა ხმათა უმრავლესობით ენზელ მკოიანსა (42 ხმა) და სამველ მანუკიანსაც (48 ხმა) აჯობა, მიიღო 52 ხმა. ეს იყო ერთადერთი უბანი, სადაც მან ყველაზე მეტი ხმა დააგროვა. არსენ კარაპეტიანი დეპუტატად მეორედ იყრის კენჭს.
პროტოკოლის თანახმად, 109 საარჩევნო უბნიდან ერთში მოიგო არსენ კარაპეტიანმა, 3-ში ენზელ მკოიანმა და დანარჩენ 105 უბანში “ქართული ოცნება- დემოკრატიყული საქართველოს” მმართველი პარტიის კანდიდატმა, სამველ მანუკიანმა გაიმარჯვა.