ახალქალაქის №40 საარჩევნო ოლქში 1-ლი ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს ცესკო-ს საჩივრების რეესტრში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან, არც ერთი საჩივარი არ დარეგისტრირებულა, ხოლო ნინოწმინდის №41 საარჩევნო ოლქში 5 საჩივარი დარეგისტრირდა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ ორი დღე და მათ კიდევ შეუძლიათ პრეტენზიებისა და საჩივრების წერა. მაგრამ ამჟამად საქართველოს ცესკო-ში დარეგისტრირებულია მხოლოდ 5 საჩივარი ნინოწმინდიდან.
№115 საჩივარი, №41-9 ოლქი (სოფელი ეშტია). ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” საჩივარი, 9:35 საათზე. უბანზე კონტროლიორი სევან აკოპიანი ატარებდა აგიტაციას და ამომრჩეველს მიუთითა, ხმა “ქართული ოცნებისთვის” მიეცათ, შემდეგ კი საკუთარი არჩევანის შესახებ გამოაცხადა. თავმჯდომარემ უარი თქვა საჩივრის მიღებაზე. ორგანიზაცია ითხოვს კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.
საჩივარი №116, მონაკვეთი №41-9 (სოფელი ეშტია), 7:30 საათზე საჩივარი დაწერა ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები და საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების” წარმომადგენელმა. საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ კომისიის წევრების ფუნქციების გადანაწილებაზე კენჭისყრა დარღვევით ჩატარდა. წევრებმა თავისით გაინაწილეს ფუნქციები. კენჭისყრა ორჯერ არ ჩატარებულა. კომისიის თავმჯდომარე რეაგირებას არ ახდენდა. ორგანიზაცია ითხოვს ოლქის თავმჯდომარისა და მდივნის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
საჩივარი №117, მონაკვეთი №41-9 (სოფელი ეშტია ). საჩივარი დაიწერა 13:00 საათზე, ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” მიერ. საჩივრის მიხედვით ნათელი ხდება, რომ აიკანეტ პაზანიანი მონაკვეთზე აგიტაციას ატარებდა. ორგანიზაცია ითხოვს კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.
საჩივარი №118, მონაკვეთი №41-9 (სოფელი ეშტია), დაწერილი 17:54 საათზე, ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიული საზოგადოების” წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამომრჩეველმა გრეტა მურადიანმა ხმის მიცემის დროს დაარღვია კონფიდენციალობა და ბიულეტენი არა კაბინაში, არამედ რეგისტრატორთან შეავსო. ორგანიზაცია მოითხოვს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რადგან მან უარი თქვა საჩივრის მიღებაზე.
საჩივარი №119. მონაკვეთი არ არის აღნიშნული, დაწერილია 22.00 საათზე. დაწერა ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები და საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების” წარმომადგენელმა. მათი მტკიცებით დამკვირვებელს უარი უთხრეს უწყისის ასლის გაცემაზე და ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმართვას სთავაზობდნენ. ორგანიზაცია მოითხოვს მდივან შუშანიკ ბასენციანისა და კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი.