საქართველოში კორონავირუსის 1673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამჟამად საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 38 936 შემთხვევა. კიდევ 2881 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 22 691 შეადგინა.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ 307 ადამიანია გარდაცვლილი.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, 3001 მოქალაქე იმყოფება კარანტინში, 30 467 ადამიანი არის იზოლირებული. ინფიცირებულთაგან 4 136 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხოლო 9 531 სახლში.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2 906 პაციენტი გამოჯანმრთელდა.