ამ დღეებში ფონდ “ჯავახკმა”, არცახიდან სომხეთში ჩამოსული ოჯახების დახმარების მიზნით, ერევანში ოფისი გახსნა. ფონდიდან გვაცნობეს, რომ საქმიანობის სფეროს აფართოებენ და ჯავახეთში სახსრებს შეგროვება არა მხოლოდ სრულიად სომხეთის ფონდში გადარიცხვისათვის მოხდება, არამედ სხვადასხვა ჰუმანიტარული დახმარების გაწევისათვისაც იქნება გათვალისწინებული.
“დღეიდან ჩვენ არცახიდან ჩამოსული ოჯახების საჭიროებების დაკმაყოფილების პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებთ. “ჯავახკ” ფონდის ახალგაზრდობამ გადაწყვიტა ამჟამად შეგროვილი თანხის ნაწილი გადასცეს სრულიად სომხეთის ფონდს, ასევე იმ ოჯახების საჭიროებებისათვის გარკვეული რესურსები გააგზავნოს. ყველაფერი ხდებოდა და მოხდება გამჭვირვალედ, მოსახლეობას ყველფერზე თვალყურის დევნა ჩვენი ფონდის Facebook გვერდზე შეუძლია”,- თქვა კარენ პაპიკიანმა, ახალგაზრდამ “ჯავახკ” ფონდიდან, რომელიც ამჟამად ერევანში გახსნილი ოფისის საკითხებით არის დაკავებული.
“ჯავახკ” ფონდი ყოველდღიურად გამოაქვეყნებს შესყიდვების სიას, რათა ხალხმა ზუსტად დაინახოს, რაზე იხარჯება მათი შემოწირულობების შედეგად შეგროვილი თანხა.
“ჯავახკ” ფონდიდან გვაცნობებენ, რომ სახსრების შეგროვების მეორე ეტაპზე, დაახლოებით 100 ათასი დოლარი იყო შეგროვილი.
როგორც თავად ახალგაზრდები აღნიშნავენ, ფონდ “ჯავახკის” ეფექტური და გამჭვირვალე სამუშაოს წყალობით, ფონდის დაარსებიდან მათ არა მხოლოდ ჯავახეთში, არამედ დიასპორაში და სომხეთში დაიმსახურეს ნდობა.
“არცახისა და ყარაბაღის სომხების მხარდაჭერის სურვილი ასევე დიასპორიდან გამოთქვეს. მუდამ შემოდის სატელეფონო ზარები გერმანიიდან, მოსკოვიდან, აშშ-დან. ხალხი პირდაპირ ამბობს, რომ “ჯავახკ” ფონდს ენდობიან, სურთ სომხეთში თანხის ან ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა, თუმცა ჩვენი დახმარებით”,- თქვა “ჯავახკ” ფონდის წარმომადგენელმა, კარენ პაპიკიანმა.
ქვემოთ მოცემულ ბმულებზე გადასვლით შეგიძლიათ “ჯავახკ” ფონდის მერ გაწეულ საქმიანობას გაეცნოთ:
ჯავახებმა სომხეთს სამი “უაზ”-ის ავტომობილი აჩუქეს
ფონდ “ჯავახკ”-მა სრულიად სომხეთის ფონდში 269 130 დოლარი გადარიცხა
ფონდ “ჯავახკ”-მა რამოდენიმე დღეში $270,000 შეაგროვა
ბავრის მოსახლეობამ სომხეთის ჰემატოლოგიის ცენტრს მაღალი გამავლობის მანქანა აჩუქა
ფოტო რეპორტაჟი აქციიდან: “ჯავახეთი არცახის გვერდში”