ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია. თითოეული მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობით საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს იხდის. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ხმის მიცემის პროცედურაში გარკვეული სიახლეა შეტანილი.
– თუ გადაწყვეტილი გაქვთ ვის უნდა მისცეთ ხმა 31 ოქტომბერს, მაშ მოემზადეთ არჩევნებზე წასასვლელად. თუკი ჯერ არ გაქვთ გადაწყვეტილი ვის და რომელ პარტიას უნდა მისცეთ ხმა, მაინც მიდით, კენჭისყრის კაბინაში მოიფიქრებთ, ვის მისცემთ ხმას.
– თუკი არ იცით რომელ ოლქში უნდა მისცეთ ხმა, შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე შეამოწმოთ. მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი, გვარი ქართულ ენაზე და თქვენ გიჩვენებთ მისამართს, სადაც ხმის მიცემას შეძლებთ.
– თან იქონიეთ პირბადე, გაიკეთეთ იქამდე, ვიდრე ოლქის ტერიტორიაზე შეხვალთ. კედელზე მითითებულ სიებში მოძებნეთ თქვენი ნომერი და დაიმახსოვრეთ, რათა ეს ნომერი რეგისტრატორს უთხრათ.
– ოლქის ტერიტორიაზე შემოსვლისას, თქვენ სიცხეს გაგიზომავენ. თუ თქვენ 37 და მეტი გრადუსი გექნებათ, რამდენიმე წუთში ტემპერატურას განმეორებით გაგიზომავენ. თუკი თერმომეტრი კვლავ აჩვენებს მაღალ ტემპერატურას თქვენ იძულებული იქნებით საარჩევნო ოლქის შენობა დატოვოთ.
– სხეულის ნორმალური ტემპერატურის შემთხვევაში მარკირებას შეგიმოწმებენ და ხელების დეზინფექციას ჩაგიტერებენ. კონტროლიორს ნება უნდა დართოთ თქვენი ცერა თითი შეამოწმოს. ამის შემდეგ თქვენ ხელების დეზინფექცია უნდა ჩაიტაროთ.
– უახლოვდებით რეგისტრატორს, ასახელებთ კედელზე მითითებულ თქვენს ნომერს, სამაგიდო სიაში ნახულობენ თქვენს ნომერს, სადაც თქვენ აწერთ ხელს. შემდეგ ცერა თითზე მარკირებას გიკეთებენ და კონვერტს და 2 საარჩევნო ბიულეტენს გაძლევენ.
– თქვენ შედიხართ კენჭიეყრის კაბინაში და იქ აძლევთ ხმას. არავის არ აქვს უფლება თქვენ ხელი შეგიშალოთ ან გიყუროთ ვის აძლევთ ხმას.
– თქვენს კაბინაში 2 საარჩევნო ბიულეტენი იქნება. ერთ-ერთ მათგანზე მითითებული იქნება ნომრები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სახელები, ხოლო მეორეზე პარტიების სახელები. იმისათვის, რომ თქვენი ბიულეტენი გაუქმებულად არ ჩაითვალოს, აღნიშნეთ მხოლოდ ერთი ნომერი.
– არ დაწეროთ რაიმე სალანძღავი სიტყვა ვინმეს მისამართით, ამას მხოლოდ იმ კომისიის წევრები ნახავენ, რომელშიც ხმას აძლევთ და დამკვირვებლები, რომლებიც ხმების დათვლას დაესწრებიან.
– დაკეცეთ ბიულეტენი და ჩადეთ კონვერტში, დახურეთ და გამჭვირვალე ყუთში ჩააგდეთ, შემდეგ კი დატოვეთ საარჩევნო ოლქი.