გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. იგი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა.

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განმარტებით, გარდაცვლილი 78 წლის კაცია, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან:

„იგი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, თანხმლები დაავადებები ჰქონდა“, – განმარტავს მიქელაძე.

ამ დროისათვის, რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილი ეს მეექვსე პაციენტია.

დღეს, 28 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში კოვიდით ინფიცირების კიდევ 39 ახალი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. მათი უმრავლესოიბა ახალციხესა და ახალქალაქშია.

http://sknews.ge/