გზას, რომელიც სოფლებს – ლომატურცხს, ბურნაშეთს, ღადოლარს აერთიანებს, რეაბილიტაცია 2021 წელს ჩაუტარდება. ამჟამად პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერია გამოცხადებული.
გზა, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს: ლომატურცხს, ბურნაშეთს და ღოდოლარს აერთიანებს, რეაბილიტაცია მომდევნო წელს ჩაუტარდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ თვეში.
ახალქალაქის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სპეციალისტის, რაზმიკ ნახატაკიანის თქმით, ამჟამად პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერია გამოცხადებული. მისივე თქმით, სარემონტო სამუშაოები 2021 წელს დაიწყება.
ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე ტენდერი ახალქალაქის მერიამ 23 ოქტომბერს 51 000 ლარით გამოაცხადა. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 19 ნოემბერია.