ახალქალაქში, გუშინ, საღამოს, დიდი სამამულო ომის ვეტერანი, ჯავახეთის ყველაზე ასაკოვანი მცხოვრები, 106 წლის სამსონ ოგანესიანი დაიღუპა.
12 სექტემბერს სამსონ ვარდანის ძეს 106 წელი შეუსრულდა. თავის იუბილეს ყოველთვის აღნიშნავდა. უკანასკნელ დაბადების დღეზე თქვა: მე 107-ე წელიწადში შევაბიჯე.
უკვე მაშინ, ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, რომელიც აქამდე ყოველ დღე დადიოდა მაღაზიაში პროდუქტების შესაძენად და ცდილობდა დამოუკიდებელი ყოფილიყო, ლოგინად იყო ჩავარდნილი. მასზე ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები ზრუნავდნენ. უკვე დიდი ხანია ცუდად ხედავდა და ესმოდა, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა დაბადების დღეების აღნიშვნაში და სტუმრებისთვის ტკბილეულის მომზადებაში, რომლებსაც ის მუდამ ღია კარით ხვდებოდა.
სამსონ ოგანესიანი ახალქალაქის ერთ-ერთ შორს მდებარე სოფელ, სამსარში, გლეხის ოჯახში 1914 წელს დაიბადა. დიდი სამამულო ომის დროს ის იბრძოდა უკრაინაში, პოლტავსკის რაიონში, ხოლო ომის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების დროს, 65 წლის განმავლობაში, ახალქალაქში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.