საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge.
ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 32 127 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია კიდევ 1,262 პაციენტი, სულ – 12,632.
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 23 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 238 ადამიანია.
საკარანტინო რეჟიმში 3,769 მოქალაქე იმყოფება, საავადმყოფოში 3,832 ადამიანია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. კოვიდსასტუმროებში ხალხის რაოდენობა 2 249-ს შეადგენს.
გარდა ამისა, საქართველოს 41 მოქალაქე სამკურნალოდ საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 603 პაციენტი გამოჯანმრთელდა.