ენერგოდისტრიბუციის კომპანია “ენერგო პრო ჯორჯია” -ს ინფორმაციით, დღეს, 27 ოქტომბერს, 11: 00-დან 17:00 საათამდე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. მიზეზი გეგმიური სარემონტო სამუშაოებია.
ეს სოფლებია: მერენია, იხტილა, კოჩიო, დიდი სამსარი, პატარა სამსარი, ალათუბანი და აგანა.
აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება განახლდება.