ახალქალაქის სასწრაფო დახმარების 70 წლის თანამშრომელი, 19 ოქტომბერს, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
დღეს ახალქალაქის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმი დაიღუპა. მას ჰქონდა თანმდევი დაავადება — შაქრიანი დიაბეტი.
მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას დისპნოზი ჰქონდა. გუშინ შუადღემდე მისი მდგომარეობა სტაბილურად რთული იყო, შუადღის შემდეგ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს, ხოლო დღეს, 8:00 საათზე გული გაუჩერდა. ექიმი 70 წლის იყო.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბრის მონაცემებით ახალქალაქის სასწრაფო დახმარების 18 თანამშრომლიდან 13-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს ორით გაიზარდა და საერთო რაოდენობამ 15-ს მიაღწია. ამჟამად ახალქალაქში სასწრაფო დახმარების ერთი ბრიგადა მუშაობს, ხოლო მეორე ბრიგადას ნინოწმინდის სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ანაცვლებენ.