ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 604 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. შესაბამისი ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge.

დღეისთვის, პანდემიის დაწყებიდან, საქართველოში კორონავირუსის 28,431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10,767 ადამიანი.

დღე-ღამეში რვა პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან 201 ადამიანი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 ადამიანი, საავადმყოფოებში 3 766, კორპორატიულ სასტუმროებში 2 268 მოქალაქე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.