კორონავირუსის 1595 შემთხვევიდან, 563 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში – 389, იმერეთში – 335. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისი თქმით, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს.
ბერდია სიჭინავამ კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 398 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 9 401 პირს. სამწუხაროდ, 24 საათში 6 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ გვაქვს 178 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან:
თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა,
აჭარაში – 389,
იმერეთში – 335,
ქვემო ქართლში – 77,
შიდა ქართლში – 69,
გურიაში – 53,
სამეგრელო და ზემო სვანეთში – 42,
კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 26,
სამცხე-ჯავახეთში – 24,
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.
ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 12 007, 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით. 3 155 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 584, აჭარაში – 646. მძიმე პაციენტი გვყავს 381, მათ შორის, თბილისში – 190, აჭარაში – 79. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის, თბილისში – 48, აჭარაში – 12. 1 848 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1144 – აჭარაში, ხოლო 555 – თბილისში. 7164 პირი მკურნალობს ბინაზე, 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით. საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 408 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 939, აჭარაში-2 221. სულ 6-21 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 7 285 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 931 პირი, საიდანაც თბილისში არის 4 097 ადამიანი, აჭარაში – 9 254, იმერეთში – 3 479. ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.