ევროკავშირმა საქართველო, კანადა და ტუნისი კოვიდ-ვითარებიდან გამომდინარე უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ხოლო სინგაპური დაამატა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ცნობით, დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სამი ქვეყანა კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, უსაფრთხო ქვეყნების ნუსხიდან ამოიღონ. შედეგად, ამჟამად უსაფრთხო ქვეყნების სიაში რჩება ავსტრალია, ჩინეთი, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ურუგვაი.
ცნობისთვის, ე.წ უსაფრთხო ქვეყნებიდან ევროკავშირში ჩასულ პირებს არ მოუწევთ სავალდებულო ტესტირების ჩატარება ან კარანტინის გავლა.
პანდემიის დაწყებიდან 9 003 პაციენტი განიკურნა. გარდაიცვალა 172. საქართველოში ინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 26 თებერვალს.