21 ოქტომბერს, საღამოს, კორონავირუსი ახალქალაქის №4 საჯარო სკოლის (დემირჩიანის სახ.) მასწავლებელს დაუფიქსირდა. დღეიდან სკოლა 12 დღით, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

სკოლის მასწავლებელი გადაყვანილია კლინიკაში, თბილისში, დაავადება რთული ფორმით გადააქვს.

18 ოქტომბერს დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა №5 სკოლა, რადგან ყველა მასწავლებლის ტესტირების შედეგად, ორ პედაგოგს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მათ დაავადება მარტივ ფორმაში გადააქვთ, №5 სკოლის მასწავლებლები თვითიზოლირებულნი არიან. №4 სკოლაში მასწავლებლების მასობრივი ტესტირება ჯერ არ ჩატარებულა. სკოლის მასწავლებელმა ექიმს მიმართა, რადგან თავს ცუდად გრძნობდა.