ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, ხელყუმბარით და მძევლად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე მომხმარებლები.
ამ დროისთვის უცნობია, რას ითხოვს ის. ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიცია და სპეცრაზმი.