კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი, დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან 445 დაფიქსირდა თბილისში, 369 აჭარაში და 295 იმერეთში.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებში ნაწილდება.

”დღეს გამოვლენილი 1 351 შემთხვევიდან 445 დაფიქსირდა თბილისში, აჭარის რეგიონში – 369, იმერეთში – 295, ქვემო ქართლში – 76, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში – 66, მცხეთა-მთიანეთში – 23, შიდა ქართლში – ასევე 23, კახეთში – 20, სამცხე-ჯავახეთი – 18, გურიაში -15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ერთი შემთხვევა გამოვლინდა ”, – თქვა ბერდია სიჭინავამ.