ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1194 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანრთელებულთა რაოდენობა კი 328-ით გაიზარდა.
განახლებულ მონაცემებს სამთავრობო ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 19857 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 8666, გარდაცლილთა რაოდენობა კი 158-ია.
კარანტინის რეჟიმში 6407 მოქალაქე რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 2862 პაციენტი იმყოფება.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის შედეგად კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა.