იმის გამო, რომ ქალაქ ნინოწმინდის ზოგიერთი სკოლის, რამდენიმე მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა, 18 ოქტომბრიდან ამ სკოლებში სწავლა ერთი კვირით ოლაინრეჟიმში წარმართება, – ამის შესახებ რადიო НОР – ი იტყობინება.
სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადავიდა ქალაქ ნინოწმინდის №1, №2 და №3 სკოლები.
COVID-19 პედაგოგებს მას შემდეგ აღმოაჩნდათ, რაც ტესტირება ჩაუტარდათ.
ამჟამად მასწავლებლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
აღსანიშნავია, რომ ტესტირებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა ეტაპობრივად გაივლის.