დღეს, 19 ოქტომბერს, ახალქალაქის სასწრაფო დახმარების 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. თანამშრომლები თვითიზოლირებულნი არიან.
როგორც JNEWS-ს ახალქალაქის სასწრაფო დახმარების განყოფილების მენეჯერმა ერემ ეზოიანმა აცნობა, ტესტის პასუხები გუშინ გახდა ცნობილი.
“დაავადებულები ახლა თვითიზოლირებულები არიან. ამჟამად ახალქალაქის სასწრაფო დახმარება არ მუშაობს, არავინ მუშაობს. სავარაუდოდ სასწრაფო დახმარებას ნინოწმინდის სასწრაფო დახმარების თანამშრომლები გაგვიწევენ. სასწრაფო დახმარების 5 თანამშრომლიდან 4 ინფიცირებულია. მათ დღეში ასობით ადამიანთან აქვთ კონტაქტი, ვერ გეტყვით, ვისგან და როგორ დაავადდნენ”,- თქვა ერემ ეზოიანმა.
ერემ ეზოიანის თქმით, როგორც ჩანს ყველა ინფიცირებულს ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომები აქვს, მხოლოდ ერთი ადამიანის მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე, ის თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
“დანარჩენები თვითიზიოლირებულები არიან, პირადად მე ვაკონტროლებ სიტუაციას, მე ყოველ სამ საათში ვატყობინებ თბილისს, რომ, ღმერთმა არ ქნას, რამე სირთულე თუ აღმოჩნდა, ჩვენ მაშინვე მოვახდინოთ რეაგირება”,- გვაცნობა ახალქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა, ერემ ეზოიანმა.