თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 469 თბილისში, 360 აჭარაში, 99 კი იმერეთში დაფიქსირდა.
დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
თბილისი – 40 პროცენტი, რაც შეესაბამება 469 პაციენტს,
აჭარა – 30 პროცენტი, ანუ 360,
იმერეთი – 99 ახალი შემთხვევა,
ქვემო ქართლი -78,
შიდა ქართლი – 15,
სამეგრელო-ზემო სვანეთი -73,
კახეთი – 46,
გურია – 25,
მცხეთა-მთიანეთი -14,
სამცხე ჯავახეთი – 7.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ამჟამად კლინიკაში ახალი კორონავირუსით 68 პაციენტი მკურნალობს, მათგან ექვსი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული, მათ შორის სამი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მარინა ენდელაძის განცხადებით, კლინიკაში ჰყავთ ერთი თვის ბავშვიც, რომლის მდგომარეობა სტაბილურია.
საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 278, გარდაიცვალა 7 პაციენტი. რაც შეეხება აქტიურ შემთხვევებს, ქვეყანაში 10 182 ვლინდება. სახელმწიფო საიტის StopCov.ge-ს ინფორმაციის თანახმად, 1 420 ადამიანი დაავადების მინიმალური სიმპტომებით ვლინდება.