დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს რეკომენდაციებს საიზოლაციო/საკარანტინე სივრცეში მყოფი COVID-19-ის უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომის მქონე პაციენტების საყურადღებოდ.
“თუ ხართ უსიმპტომო პაციენტი და დაგეწყოთ ხველება, ცემინება ან სხვა რესპოდენტული სიმპტომები სასწრაფოდ დაუკავშირდით საკარანტინე სივრცის სამედიცინო პერსონალს, ან დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე”.
დაიცავით ხელების ჰიგიენა: ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით 20 წამის განმავლობაში, ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით. ხველის ან ცემინებისას სახეზე აიფარეთ ეთჯერადი ცხვირსახოცი (ან მიიფარეთ პირი მოხრილი იდაყვით), გამოიყენეთ პირბადე მითითების შესაბამისად და ნუ დაარღვევთ თვითიზოლირების წესებს.
ამსთანავე, ჯანმრთელობის ცენტრი აღნიშნავს, რომ კოვიდ-სივრციდან პაციენტის გაწერა კარანტინის მე-13 დღის შემდეგ ხდეა შესაძლებელი.