სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 9 ახალციხეში, 3- ახალქალაქში, ხოლო 4 – ნინოწმინდაში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ყველა დადასტურებული შემთხვევა ახალქალაქის მცხოვრებია. ამჟამად ახალქალაქში თვითიზოლაციაში 40 ადამიანი იმყოფება.