საქართველოს კომერციულ ბანკებსი, ელექტორნული სისტემის მეშვეობით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა. 2020 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $192.7 მილიონი დოლარი (611.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც ქვეყანაში ერთი თვის განმავლობაში გადმორიცხული ფულადი გზავნილების რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს. წლიურ ჭრილში კი ფულადი გზავნილები 28.7%-ით არის გაზრდილი.
ცალკეული ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – $35 მილიონი დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზე კი იტალიაა, საიდანაც საქართველოში $29 მილიონი დოლარი შემოვიდა.
ქვეყნები, საიდანაც სექტემბერში შემოსული ფულადი ნაკადები $1 მილიონ დოლარს აღემატებოდა:
რუსეთის ფედერაცია – 35.13 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -3.23%
იტალია – 29.21 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 38.59%
აშშ – 22.65 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 47.16%
საბერძნეთი – 21.45 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 34.74%
ისრაელი – 13.98 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 3.17%
უკრაინა – 13.21 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 208.89%
თურქეთი – 10.61 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 29.68%
გერმანია – 7.54 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 72.27%
აზერბაიჯანი -7.43 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 270.79%
ესპანეთი – 4.82 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 38.51%
საფრანგეთი – 2.98 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 28.64%
პოლონეთი – 2.60 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -10.95%
ყაზახეთი – 1.93 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -34.10%
გაერთიანებული სამეფო – 1.90 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26.28%
კანადა – 1.85 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 43.81%
კვიპროსი – 1.55 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 6.96%
ირლანდია – 1.51 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 73.55%
სომხეთი – 1.22 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -1.94%
ყირგიზეთი – 1.04 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -59.84%
2020 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.1 მლნ აშშ დოლარი (79.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის სექტემბრის (20.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.4%-ით მეტია.
ფულადი გზავნილების ზრდაზე სავარაუდოდ სხვა ფაქტორებთან ერთად მოქმედებს ის გარემოება, რომ საქართველოს საზღვრები რეალურად ჩაკეტილია, თუკი წინა წლებში უცხოეთში მყოფი ქართველების ნაწილი ქვეყანაში ფიზიკურად ჩამოდიოდა და შესაბამისად ფულადი სახსრებიც თან მოჰქონდა, წელს ამის განხორციელება ბევრად გართულებულია. სავარაყდოდ სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით გაიზარდა გზავნილები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აერბაიჯანი, უკრაინა, თურქეთი და სხვა.