2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ფულადი გზავნილების რიცხვი, სექტემბერში 28,7% -ით გაიზარდა და 192,7მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 43 მილიონით მეტია. ამას უნდა დაემატოს, რომ გასული თვე 2020 წლის ფულადი გზავნილების მაქსიმალური მოცულობით აღინიშნა.
წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ყველაზე მეტი ტრანსფერი იქნა მიღებული:
რუსეთი – 35,1 მილიონი დოლარი;
იტალია – 29,1 მილიონი დოლარი;
აშშ – 22,6 მილიონი დოლარი;
საბერძნეთი – 21,4 მილიონი დოლარი;
ისრაელი – 13,9 მილიონი დოლარი
უკრაინა – 13,2 მილიონი დოლარი;
თურქეთი – 10,6 მილიონი დოლარი;
გერმანია – 7,5 მილიონი დოლარი;
აზერბაიჯანი – 7,4 მილიონი დოლარი;
ესპანეთი – 4,8 მილიონი დოლარი.