ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2704 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2684 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.002 პუნქტით გაუფასურდა.
1 ევროს შეძენა კი 3.9830 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.9979 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0149 პუნქტით გამყარდა.
გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 23 დეკემბერს დაადგინა, ხვალიდან, 24 დეკემბრიდან ამოქმედდება.