ალათუმანი-ბეჟანო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სულ მალე დაიწყება. ამჟამად დოკუმენტაციის მომზადების პროცესი მიმდინარეობს. საერთო ჯამში 2880მ სიგრძის გზა იქნება რეაბილიტირებული.
ალათუმანი-ბეჟანო გზა ორ ეტაპად აშენდება. სამუშაოების პორველი ეტაპი წელს 225 000 ლარით შედგება, 25 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ხოლო დანარჩენ 200 000 ლარს რეგიონალური ფონდი გამოყოფს. სამუშაოების მეორე ეტაპი, რომლის თანხა 1 661 102 ლარს შეადგენს, 2021 წელს განხორციელდება. 69 305 ლარი გამოყოფილი იქნება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო დანარჩენ 1 591 797 ლარს რეგიონალური ფონდი გამოყოფს.
პროექტის მშენებლობის საერთო თანხა 1`886`102 ლარს შეადგენს. საერთო ჯამში 2880მ გზა იქნება რეაბილიტირებული.
ალათუმანი-ბეჟანო გზის მშენებლობის ტენდერი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ 1 886 102 ლარით გამოაცხადა, თუმცა კომპანია “არალმა” ტენდერი 1 872 788 ლარით მოიგო.
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის, ოთარ თათეიშვილის თქმით, ამჟამად დოკუმენტების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები დაიწყება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.
“ახლა დოკუმენტების მომზადების პროცესი მიმდინარეობს, ხელშეკრულება ჯერჯერობით არ არის ხელმოწერილი”,- ამბობს ის.
აღსაიშნავია, რომ გზის აღნიშნული ნაწილის რემონტი უკვე მრავალი წელია მოსახლეობის საუბროს თემას წარმოადგენს. მოსახლეობის თქმით, აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს მათ არაერთხელ მიმართეს.