ახალქალაქის საცურაო აუზი გახსნისთვის პრაქტიკულად მზად არის, თუმცა ქვეყანაში COVID-19-თან დაკავშირებული გაუარესებული ვითარებისა და გამკაცრებული რეგულაციების გამო, მსგავსი დაწესებულებების უახლოეს მომავალში გახსნას საეჭვოა.
ჯერ კიდევ ივლისში, სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზებში, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო იყო დაკეტილი, შემოწმება დაიწყო. მაშინ ახალქალაქის საცურაო აუზის დირექციამ JNEWS-ს აცნობა, რომ ახალქალაქის საცურაო აუზის გასახსნელად, სადაც ასევე ფიტნეს-დარბაზი მდებარეობს, ერთი თვეა საჭირო.
უკვე ოქტომბერია, თუმცა გახსნაზე საუბარიც არ არის. აუზში წყალი სექტემბრიდან არის და ის დამთბარია. დირექცია სექტემბერში ელოდებოდა შემოწმებას, რათა მომხმარებლებისთვის კარი გაეღო. თუმცა, საკარანტინე ზომების გამო, მსგავსი დაწესებულებების მუშაობის დროებით შეჩერება გადაწყდა.
როგორც ახალქალაქის საცურაო აუზის დირექციაში აცხადებენ, საცურაო აუზის გახსნასთან დაკავშირებული გართულებები კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვის უეცარ ზრდას, ჯავახეთში პირველი ინფიცირებულის გამოვლენას უკავშირდება.
ახალქალაქის საცურაო აუზის დირექციას ნებართვის მისაღებად ჯერ არ მიუმართავს
ახალქალაქის საცურაო აუზის მუშაობის განახლებისათვის ერთი თვეა საჭირო
საქართველოში საცურაო აუზებისა და ფიტნეს-დარბაზების გახსნისათვის ემზადებიან