დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოში დაფიქსირებული 680 შემთხვევიდან 1 სამცხე–ჯავახეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 297 თბილისში ფიქსრიდება, სხვა რეგიონების სტატისტიკა კი ასეთია: აჭარა – 189 ; იმერეთი – 150; შიდა ქართლი – 12; ქვემო ქართლი – 11; მცხეთა–მთიანეთი – 9; გურია – 6; სამეგრელო – 3; კახეთში – 2 და სამცხე–ჯავახეთში ერთი ახალი შემთხვევა.
„არის ძალიან ბევრი კერა, არიან ცხელებიანი პაციენტები, მიდის ინტენსიური დატესტვები. ჩვენ სულ გვქონდა შიში რომ თბილისში მოიმატებდა, მოსახლეობის სიმჭიდროვის, რაოდენობის მიხედვით და უკავშირდება იმას რომ ეტყობა არ ვიცავთ მაინც ამ რეგულაციებს, უპირველეს ყოვლისა პირბადით სიარული გახლავთ აუცილებელი და არ უნდა დაგვავიწყდეს“ – განუცხადა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს.
დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი – 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 292, ხოლო გარდაიცვალა 7.