ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიას მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში უამრავი პრობლემაა, მაგრამ არავის უნდა მათი მოგვარება. მრავალრიცხოვან პრობლემათა შორის სოფელში უპირველესია წყალი, როგორც სასმელი, ასევე სარწყავი.

სოფელ აფნიაში დააახლოებით 25-30 ოჯახი ცხოვრობს, აქაურები სწუხან, რომ სოფელში თითქმის არ დარჩა მოსახლეობა, ყველა მიდის. ახალგაზრდებს ქაალქში ცხოვრება ურჩევნიათ, რადგან აქ შესაბამისი პირობები არ არის – ბუნებრივი აირი, ნორმალური გზა, წყალი. მოსახლეობას საკმარისი მიწა არ აქვს, რათა მარცვლეული და კარტოფილი დათესონ, ხოლო ყველაზე მთავარი – სოფელში სასმელი წყლის უკმარისობაა. აქ განცალკევებულად ცხოვრობენ, ძირითადად სოფლის მეურნეობასა და მესაქონლეობას მისდევენ. მოჰყავთ კარტოფილი და მარცვლეული.

2

სოფელ აფნიას მცხოვრებლები სეზონურ სამუშაოებზე, მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ძირითადად არ დადიან. ზოგიერთი სამუშაოდ თურქეთში დადის, თუმცა წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, ვერ მოახერხეს.

რეზო მიქელაძის თქმით, სოფელში, როგორც სასმელი, ასევე სარწყავი წყლის მწვავე უკმარისობაა.

“სოფელში დაახლოებით 30 ოჯახი ცხოვრობს, უმრავლესობას წყალი არ აქვს. განა ასე შეიძლება?”, – ამბობს ის.

1

როგორც პავლიკ კოჩალიძე ამტკიცებს, ახალგაზრდა ადამიანებს ქალაქში ცხოვრება ურჩევნიათ, რადგან სოფელში შესაბამისი პირობები არ არის.

“ძველად სოფელში უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ვიდრე ახლა, როგორ შეიძლება იმ სოფელში ცხოვრება, სადაც სასმელი წყალიც კი არ არის, თუკი სხვა პრობლემებს არ ჩავთვლით – ბუნებრივი აირი, გზები, სამუშაო და ასე შემდეგ”, – ამბობს ის.

სოფელ აფნიაში მერის წარმომადგენლის, ზაზა ნათენაძის თქმით, სასმელი წყლის პრობლემა სოფელში უახლოეს მომავალში მოგვარდება. მისი მტკიცებით, შარშან წყალგაყვანილობის ხაზის რეაბილიტაცია დაიწყეს, თუმცა სამუშაოები კომპანიის შეცდომის გამო, დასურულებელი დარჩა.

“კომპანიამ, რომელიც სოფლის წყალგაყვანილობის სამუშაოებს ახორციელებდა, ვერ მოახერხა საკუთარი სამუშაოების დასრულება, რაღაც მიზეზების გამო. თუმცა, მერიაში ამის შესახებ იციან და უახლოეს მომავალში, ეს საკითხი გადაწყდება”, – ამბობს ის.

მისივე თქმით, სამუშაოების დასრულება ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ვერ მოხერხდა.