სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის უწყების თანახმად კორონავირუსის ინფექცის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 56 451-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბრის მონაცემებით, ასეთი შემთხვევა 55 736 იყო. ამრიგად, დღე-ღამეში ინფიცირების 715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სომხეთში კორონავირუსის გართულებების შედეგად 1020 ადამიანი გარდაიცვალა (პლუს 4 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში). კორონავირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობა, რომლებიც “სხვა მიზეზებით გარდაიცვალა”, 303-ს შეადგენს.
COVID-19-გან გამოჯანმრთელდა 45 824 პაციენტი. 9304 ადამიანი მკურნალობას განაგრძობს. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 325 894.