სოფელ დილისკაში არის სალოცავი სახელად “გოგოლა”, რომელსაც სამკურნალო თვისებებს ანიჭებენ.

სოფელი დილისკა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელია. ის მრავალრიცხოვანი სალოცავებით არის ცნობილი. აქ არის ტაძარი “სურბ სარქის”, “მურჯიკან ჟამ”-ის ტაძარი, სალიცავი “გოგოლა”, “გეტაპინი”, “კოშატაშენცი”, “ჯერმუკის” სალოცავი, “ირიცანცი”, “ჯორენცი”.

გადმოცემის თანახმად, ამ სალოცავებიდან ერთ-ერთს, “გოგოლას”, სამკურნალო თვისებები აქვს. აღნიშნული სალოცავი სოფელ დილისკის შესასვლელში, მთაზეა განლაგებული. წმინდა ადგილას ბევრი ხატი, ქანდაკება და ადამიანების მიერ მიტალი ნივთები დაგხვდებათ.

SrbavarGogola

“გოგოლას” სამკურნალო თვისებებზე ბებია ვენერას, ჯერ კიდევ, მისი ბებიის მონაყოლიდან სმენია.

“ჩემი ბებია ყვებოდა, რომ სოფელში იყო ბიჭი, რომელიც ექვს წლამდე არ ლაპარაკობდა. ბიჭის ბებიამ ის “გოგოლას” სალოცავთან მიიყვანა. მან ბავშვის ენა ეკლესიის კარის საკეტს მიადო, შემდეგ ტაძრის საძირკველიდან მიწა მიჰქონდა და ბავშვს აჭმევდა, ამბობდა, რომ ეს წმინდა მიწაა, დაეხმარებაო. რაღაც დროის შემდეგ ბიჭი მართლაც ალაპარაკდა”.

ტრადიციის თანახმად, სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები, სოფელ დილისკაში, სალოცავთან დღემდე მიჰყავთ.

ანაიტა ყვება, რომ მის 4 წლის ბავშვს ღამე ცუდად ეძინა. მეზობელმა ურჩია, ბავშვის ტანსაცმელი “გოგოლას” სალოცავთან მიეტანა. მან მეზობლის რჩევა გაითვალისწინა, რის შემდეგაც, როგორც თვითონ ამბობს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბავშვს ღამე მშვიდად სძინავს.

Gogola2

სოფლის ერთ-ერთი ხანდაზმული მცხოვრები ამბობს, რომ, როდესაც სალოცავი ესიზმრება, აუცილებლად მიდის, სანთლებს ანთებს და ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის ლოცულობს.

“გოგოლას” სალოცავი, 1908 წელს, მამიკომ ნახატაკიანის ძალისხმევით აშენდა, ხოლო 2004 წელს მელიქ გაბრიელიანის შუამდგომლობით რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. სარესტავრაციო სამუშაოებში სოფელ დილისკას მოსახლეობაც მონაწილეობდა. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ მათ დიდი წვეულება მოაწყეს.

სალოცავთან ახლოს არის ცივი წყარო, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ასევე სამკურნალო თვისებებს ანიჭებს.

ითვლება, რომ ნებისმიერი, ვინც წყაროს წყალს რწმენით დალევს- განიკურნება.

თუ რატომ ჰქვია სალოცავს “გოგოლა”, სოფლის მოსახლეობამ შემდეგნაირად ახსნა:

“ამ სალოცავის ნამდვილი ისტორია არავინ იცის. ვფიქრობ, ეს სიტყვა ქართული სიტყვა “გოგოდან” გამომდინარეობს, რადგან ადრე გოგონები სალოცავთან დადიოდნენ, სარეცხს რეცხავდნენ, საუბრობდნენ, იცინოდმენ და იქიდან წყალი მოჰქონდათ, ამიტომ “გოგოლა” დაარქვეს. ყოველი შემთხვევისათვის, ამას ყვება სოფლის მოსახლეობა”,- იხსენებს ბებია ლაურა და სიცილით ამატებს, რომ ახალგაზრდობაში წყარო შეყვარებულების შეხვედრის ადგილი იყო. გოგონები მიდიოდნენ წყლის მოსატანად ან სარეცხის გასარეცხად, ხოლო მათი თაყვანისმცემლები მათთან შესახვედრად გადიოდნენ.

ლილიტ კარახანიან