შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შევიდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.
შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.