საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 245 შემთხვევაა დადასტურებული. კიდევ 268 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საერთო რაოდენობამ 4887 ადამიანი შეადგინა.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა რიცხვი 58-ია.
კარანტინში 5 392 ადამიანი იმყოფება, 836 – ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.
გარდა ამისა, 1,100 ადამიანი კოვიდსასტუმროებში ცხოვრობს.
საქართველოს 41 მოქალაქე საზღვარგარეთიდან გადმოიყვანეს სამკურნალოდ.