ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს მუნიციპალიტეტში კორონავირუსული ინფექციის 3 დადასტურებული შემთხვევა ვლინდება.
კორონავირუსით დაავადებული სამივე პაციენტი თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოშია განთავსებული.
ერთ-ერთი ინფიცირებული “კრედო” ბანკის თანამშრომელია, ამიტომ დღეს ბანკი კარანტინში შევიდა. ამ დროისთვის “კრედო” ბანკის თანამშრომლებზე ტესტირება მიმდინარეობს.
ახალქალაქში 50-მდე ადამიანი თვითიზოლირებულია.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსული ინფექციის პირველი შემთხვევა ახალქალაქში გასულ კვირას დაფიქსირდა.
COVID– ის მდგომარეობის შესახებ ახალქალაქში, ჩვენს შემდეგ მასალებში იხილავთ.