3 ოქტომბერს, ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების თანამშრომლებმა, ქალაქ ნინოწმინდაში COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირთა გამოვლენის მიზნით, მაღაზიები მოიარეს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გამოვლენილია 74 ახალი პირი, რომლებსაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ, კიდევ 96 ადამიანი თვითზიოლირებულია.

ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა, ტიგრან ეგოიანმა აღნიშნა, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანები იყვნენ, რომლების შესახებაც აქამდე არ იყო ცნობილი. ამიტომ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მომუშავეებმა, კონტაქტში მყოფი ახალი პირების გამოვლენის მიზნით, მაღაზიები მოიარეს.

აღსანიშნავია, რომ 3 ოქტომბრის მონაცემებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით დაავადების 8 შემთხვევაა დარეგისტრირებული. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა, სოფელ არაქალის მცხოვრებს, 28 სექტემბერს დაუფიქსირდა.

Nor.ge