საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს და მის შვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური აქვთ. ტესტირება ოჯახის თითოეულ წევრს ჩაუტარდა.
ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერის, ალექსან თოროიანის თქმით, მშობიარობა 28 სექტემბერს მოხდა, დედა და შვილი იმყოფებიან თბილისში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
“ჩვენთან ყველაფერი კარგადაა, როგორც ყოველთვის. პაციენტი საეჭვოდ მიიჩნიეს. პასუხიც საეჭვო აღმოჩნდა. ის თბილისში გადავიყვანეთ. იგი იზოლირებულია, ექილების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ექიმები მას სახელმწიფო ნორმების დადგენილი წესების თანახმად მკურნალობდნენ, ამიტომ ვირუსის გავრცელების საშიშროება აღარ დგას. დედა და შვილი კარგ მდგომარეობაში არიან. მას შემდეგ, რაც პასუხი საეჭვო იყო, უფლება არ გვქონდა სახლში გაგვეწერა. სხვათა შორის, დავამატებდი, რომ მათ ოჯახს კავშირი ჰქონდა ბათუმთან. მათი ქალიშვილი ბათუმიდან ჩამოვიდა, ყველანი ავად იყვნენ. ოჯახის ყველა წევრს ტესტირება ჩაუტარდა და შესაძლოა, რომ ოჯახის ყველა წევრი COVID-19- ით იყოს დაავადებული”, – ამბობს ალექსან თოროიანი.
ახალქალაქის საავადმყოფო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ახალქალაქის სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსის გავრცელების საშიშროება არ დგას.
“საავადმყოფო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ჩვენ, ექიმები, ვინაიდან რისკის ქვეშ მთელი ჩვენი პერსონალია – ანესთეზიოლოგები ექთნებთან ერთად, ქირურგია და სამშობიარო – ორ კვირაში ერთხელ გეგმიურ შემოწმებებს ვიტარებთ და ტესტებს თბილისში ვგზავნით. ასე რომ, ჩვენი გუშინდელი ტესტირება გეგმიურ ტესტირებას უკავშირდება. ამას უკვე 6 თვის განმავლობაში ვაკეთებთ და აღნიშნულ შემთხვევასთან კავშირში არ არის”,- ამბობს ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი, ალექსან თოროიანი.