როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნიიდან გვატყობინებენ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან კორონავირუსით ინფიცირებულ ქალბატონთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი 30 პირი თვითიზოლირებულია. ამჟამად კონტაქტში მყოფი დანარჩენი პირების დადგენა მიმდინარეობს.
“ახალქალაქში კორონავირუსის 1 შემთხვევაა დაფიქსირებული. მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენის პროცესი. აღნიშნულ პირთან 30 პირდაპირი კონტაქტია გამოვლენილი, რომელთაგან ყველა თვითიზოლირების რეჟიმშია გადაყვანილი.
თვითიზოლირებას ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები და ჯანდაცვის სამსახურო აკონტროლებს. ასევე დამატებით კონტაქტში მყოფი პირების ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს. ჩატარდება ტესტირებები”,- ამბობს სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის აპარატის ხელძღვანელი, გიორგი მიქელაძე.