მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 4 399 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა კიდევ 62 პაციენტი. გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 1705 შეადგენს.
კორონავირუსით ქვეყანაში 25 პაციენტი გარდაიცვალა, ორი მათგანი გარდაიცვალა გუშინ.
საკარანტინო რეჟიმში 5 390 მოქალაქე რჩება, 836 ადამიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოებში იმყოფება. კოვიდ-სასტუმროებში 640 მოქალაქეა შესული.
გარდა ამისა, საქართველოს 41 მოქალაქე საზღვარგარეთიდან სამკურნალოდ არის გადმოყვანილი.
შეგახსენებთ, გუშინ, 23 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.