გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში არამდგრადი ამინდი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. ზოგ რაიონში ჰაერის ტემპერატურა -25, -27 გრადუსამდე დაეცემა.
ამ დღეებში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, ჰაერის ტემპერატურა დღისით იქნება -6,-8, ხოლო ღამით -25, -27.
11 თებერვალს ყინვები შენარჩუნდება მთელს ქვეყანაში, ზოგ ქალაქში შესაძლებელია ტემპერატურა 2 გრადუსამდე დაეცეს.
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დღისით მოსალოდნელია -7,-9, ღამით -23, -25 გრადუსი სიცივე.
12 თებერვლიდან 13 თებერვლამდე რეგიონში მოსალოდნელია თოვლი და წვიმა.
ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ბაკურიანში, ჰაერის ტემპერატურა დღისით დაეცემა -3,-5 გრადუსამდე ღამით მოსალოდნელია -15,-16 გრადუსი სიცივე.
სამცხე -ჯავახეთში 15 თებერვლიდან კვლავ მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის ვარდნა, გაძლიერდება ყინვები.
ბორჯომსა და ახალციხეში ღამით, სინოპტიკოსების ინფორმაციით, იქნება -13, -15 გრადუსი ყინვა.