საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა.
ჯამში ქვეყანაში კორონავირუსისგან 20-ია გარდაცვლილი.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი ვირუსით გარდაიცვალა. მათივე ცნობით, პაციენტს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება ჰქონდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
“გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი, მასთან ერთად გადმოყვანილი იყო კიდევ 3 პაციენტი, მათი მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. ქალბატონის მდგომარეობა, სამწუხაროდ, ვერ გაუმჯობესდა და გარდაიცვალა 20 სექტემბერს”, — განაცხადა მარინა ეზუგბიაიამ.
გარდაცვლილი პაციენტი 60 წლის იყო.